საიტი მუშაობს სატესტო რეჟიმში

(ძველი ვერსია)
  • სტუდენტებისთვის
    left arrow
  • აბიტურიენტებისათვის
    left arrow
  • კვლევა
  • კურსდამთავრებულები
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • თსუ online
  • ინოვაციების ცენტრი
  • eng
    facebook
    youtube
    twitter icon
    linkedin icon

    ქართული ენის დღისადმი მიძღვნილი სამეცნიერო კონფერენცია

    ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჰუმანიტარულ მეცნიერებათა ფაკულტეტი, სახელმწიფო ენის დეპარტამენტი და გიორგი ახვლედიანის სახელობის ენათმეცნიერების ისტორიის საზოგადოება ენის კვირეულის ფარგლებში (12-18 აპრილი) გამართავენ ქართული ენის დღისადმი მიძღვნილ სამეცნიერო კონფერენციას.

    კონფერენციაში მონაწილეობის  მსურველებმა  2022 წლის 26 მარტამდე თეზისები უნდა  გამოგზავნონ ელექტრონული ფოსტის  მისამართზე: science.humanities@tsu.ge
      
     
    კონფერენციის რეგლამენტი:
    მოხსენება – 15 წუთი,
    მსჯელობა – 5 წუთი.
    კონფერენციაში მონაწილეობის ფორმატი: მოხსენება.

     იხ. თეზისების გაფორმების წესი

     

     

    კონფერენციის საორგანიზაციო კომიტეტი იტოვებს მოხსენებათა შერჩევის უფლებას. შედეგების შეტყობინების ბოლო ვადაა – 2 აპრილი.

     

    კონფერენცია გაიმართება ონლაინ ფორმატში (ZOOM-ის პლატფორმაზე).

     

    კონფერენციის თეზისები განთავსდება თსუ ბიბლიოთეკის  რეპოზიტორზე.

     

    საკონტაქტო პირები:  ფილოლოგიის დოქტორი ნინო პოპიაშვილი, ასოც. პროფესორი თინათინ ბოლქვაძე.

    თსუ, I კორპუსი, ოთახი 204

     

    თარიღი: 28/02/2022